მთავარისიახლეები"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ დატოვა ამბობს, რომ...

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ დატოვა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ახალ პარტიას დააფუძნებს

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ დატოვა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ახალ პარტიას დააფუძნებს. კითხვაზე, ვისთან განიხილავს სამომავლო თანამშრომლობას, მელია პასუხობს, რომ ყველა, ვისთვისაც მიუღებელი იქნება ოლიგარქი ივანიშვილი, მოოლიგარქო კეზერაშვილი, განხილულ იქნება, როგორც პოტენციური პოსტსაარჩევნო პარტნიორი.

“ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება სადამფუძნებლო ყრილობა, რომელიც დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში და მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, ძვირფასი იქნება ევროპული ფასეულობები, მიუღებელი იქნება პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით ვაჭრობა, მიუღებელი იქნება ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ყველა ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტ საარჩევნო პარტნიორი”, – ამბობს მელია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გარდა “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებსა და თბილისში არაერთმა წევრმა და საკრებულოებში დეპუტატებმა დატოვა.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...