მთავარისიახლეებიმისტერ ორბან, თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას -...

მისტერ ორბან, თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას – კუბილიუსი

Published on

“პოზიტიური გადაწყვეტილება გაფართოებასა და უკრაინის თაობაზე, რომელიც ხვალ მიიღება, შეცვლის მთელი ევროპის კონტინენტის ისტორიას. მაგრამ, თუ ვიქტორ ორბანი გადაწყვეტს, ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ღალატი. ის უღალატებს უკრაინელებს, რომლებიც კვდებიან საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დაცვისას, ის უღალატებს უკრაინაში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობას, რომელიც გაერთიანდა და თხოვნით მიმართა ორბანს, მხარი დაუჭიროს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. ის უღალატებს დასავლეთ ბალკანეთს, რადგან უკრაინა ახლა ყინულმჭრელის როლს თამაშობს გაფართოების პროცესში, რომელიც ბოლო წლებში ისტორიულ სტაგნაციას განიცდის და ამის პირველი მსხვერპლი სწორედ დასავლეთ ბალკანეთია. ის უღალატებს მთელ ევროპას. არ არის სასიამოვნო, როდესაც ღალატის მომსწრე ხდები, მაგრამ ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. მისტერ ორბან, თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას.”

ამბობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ საგანგებო რეზოლუცია უნდა მიიღონ.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...