მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდს მიმდინარე წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება - აცხადებს წყალმომარაგების...

ზუგდიდს მიმდინარე წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება – აცხადებს წყალმომარაგების კომპანია

Published on

ზუგდიდს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება მიმდინარე წლის ბოლოდან, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ინფორმციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
 
პროექტის ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე, შენდება სატუმბი სადგური, საქლორატორო და რეზერვუარები. მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ამ დროისთვის, სამუშაოების 67% შესრულებულია.
 
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება განხორციელდება.
 
პროექტის ღირებულება 94 135 807 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 203 მოქალაქე.
 
ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობს და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ჭებითა და საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...