მთავარისიახლეებიროდესაც ქვეყნის ღირსებას აყენებენ დარტყმას, პრემიერი იმალება, ესაა მისი "ლიდერული" უნარები -...

როდესაც ქვეყნის ღირსებას აყენებენ დარტყმას, პრემიერი იმალება, ესაა მისი “ლიდერული” უნარები – ნაცვლიშვილი

Published on

საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გალში – ოპოზიცია პრემიერ-მინინსტრს დუმილის გამო აკრიტიკებს. “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილს მონაწილეობის მიღება მხოლოდ წინასწარ დადგმულ ღონისძიებებში მოსწონს. მისი თქმით, საჭირო ვითარებაში პრემიერი იმალება და ჟურნალისტებს გაურბის.

ოკუპანტები ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ და პრემიერს სიტყვაც არ აქვს, რომ თქვას ამასთან დაკავშირებით. აი, ეს არის მისი „ლიდერული“ უნარები, მას მხოლოდ წინასწარ დადგმულ სახალხო ღონისძიებებში მოსწონს ხოლმე მონაწილეობის მიღება და როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტს და ღირსებას აყენებენ უზარმაზარ დარტყმას, მაშინ მხოლოდ ის შეუძლია, რომ დაემალოს ჟურნალისტებს და საზოგადოებას, – ამბობს ნაცვლიშვილი.

პრემიერი რომლის ქვეყნის მოქალაქე საოკუპაციო ძალებმა გალში სასტიკად მოკლეს, განცხადების გაკეთებას ვერ ბედავს. ირაკლი ღარიბაშილმა მათვაორბის სხდომა ისე გახსნა, რომ თემრ კარბაიას მკვლელობის შესახებ სიტყვაც არ უხსენებია.

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...