მთავარისიახლეებიკულტურის სამინისტრომ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა

Published on

კულტურის სამინისტრომ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა

სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად მიმდინარე წლის 10 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსი, რომლის დროსაც წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ორი საკონკურსო განცხადება, 2023 წლის 31 ოქტომბერს ჩაშლილად გამოცხადდა.

უფრო ჯანსაღი კონკურენციისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად კონკურსი ცხადდება თავიდან.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
საკონკურსო განცხადებას უნდა დაერთოს:
1. წარდგინება;
2. კანდიდატის ავტობიოგრაფია;
3. კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. კანდიდატის უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა;
6. თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, კანდიდატმა უნდა ახსნას, როგორ წარმოუდგენია თეატრის განვითარება, მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ სპექტაკლების დადგმა, თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობა, თეატრის მონაწილეობა კონკრეტული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა.
7. 4-წლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო პროგრამა, რომლის შესრულებაზე კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.
8. თუ კანდიდატი თეატრის ყოფილი ან ახლანდელი სამხატვრო ხელმძღვანელია და სურს, ახალი ვადით დაინიშნოს იმავე თანამდებობაზე, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, მან საკონკურსო განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისი დანიშვნისას შეთავაზებული სამოქმედო გეგმისა და პროგრამის შესრულების დეტალური ანგარიში, ასევე, ანგარიში მისი ხელმძღვანელობისას თეატრის მიღწევების შესახებ.

საკონკურსო განცხადებები მიიღება სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. Nº4, ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ვერსია სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – [email protected]. აღნიშნულია,სამინისტროს მიერ გავრცელებულ იმფორმაციაში

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...