მთავარისიახლეები"ნაციონალური მოძრაობა" კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოს 6-მა დეპუტატმა დატოვა

“ნაციონალური მოძრაობა” კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოს 6-მა დეპუტატმა დატოვა

Published on

“ნაციონალური მოძრაობას” კასპის რაიონული ორგანიზაციის წევრები ტოვებენ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო საკრებულოს 6-მა დეპუტატმაც. ენმ-ს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი წევრი რჩება. მიზეზი პარტიის უკვე ყოფილი წევრების განცხადებით, ახალი მენეჯმენტი და თავმჯდომარეა.

პარტიის უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთვება, მას შეუერთდებიან.

“ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 8 წევრიდან 6 წევრი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის თავმჯდომარემ ვერ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც უხვად გასცემდა. პარტიას არ გააჩნია ის პოლიტიკური რესურსი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზრუნველყოფს ამ ხელისუფლების ცვლილებას, აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას დავტოვოთ ენმ, თუმცა გავაგრძელოთ ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან, ოპოზიციური პლატფორმიდან, სადაც ჩვენი პრინციპების, ღირებულებების და შეხედულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიას პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად”, – თქვა გიორგი შარიფაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილმა პარტია დატოვა ბათუმში, ხობში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.

სიახლეები

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...