მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

გარემოვაჭრეებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

Published on

ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზე, სადაც გარევაჭრობის საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. სხდომას გარემოვაჭრეებისა და შიდამოვაჭრეების ნაწილი ესწრებოდა. შიდამოვაჭრეები ეწინააღმდეგებიან გარევაჭრობის დაშვებას და მის აკრძალვას ითხოვენ, მათ ეს პოზიცია საკრებულოს სხდომაზეც დააფიქსირეს. თავის მხრივ გარემოვაჭრეები გარევაჭრობაზე ნების დართვას ითხოვენ. მათი გაღიზიანება გამოიწვია უმრავლესობის პოზიციამ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით. საკრებულოზე შუამდგომლობა დააყენა  ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც წინა საკრებულოს მიერ მიღებული გარევაჭრობის რეგულაციის წესის შეცვლასა და კომისიის შექმნას ითხოვს. კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს საკრებულოსუმრავლესობა.გარემოვაჭრეებმა სხდომაზე ითხოვეს გარევაჭრობის დაშვება, მანამ, სანამ კომისია საკითხს შეისწავლის, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. ამის შემდეგ გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა. ისინი აცხადებენ, რომ  დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს და მუშაობას დაიწყებენ.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...