მთავარისიახლეებისამართალიგადაწყვეტილება სამოხელეო დანაშაულში მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით საკამათო აღმოჩნდა

გადაწყვეტილება სამოხელეო დანაშაულში მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით საკამათო აღმოჩნდა

Published on

 პრეზიდენტის ინიციატივას არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესის შეცვლის და  ჰუმანიზაციის შესახებ  არაერთგვაროვნად აფასებენ .
 
,, ჩემთვის, როგორც შეწყალების კომისიის წევრისთვის და ანტიკორუფციული ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი კორუფციულ ქმედებებში მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გადაწვეტილება მიუღებელია, – აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი  ეკა გიგაური. ამასთან,იგი  ეთანხმება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ლოიალური და ჰუმანური პოლიტიკის გატარებას ეხება.
 
”ჩვენ ვეთანხმებით ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ლოიალური და ჰუმანური პოლიტიკის გატარებას, მაგრამ   სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი კორუფციულ ქმედებებში მსჯავრდებული პირების მიმართ  ცვლილებების შემოთავაზება კი მიუღებელიც და მოულოდნელიც კი აღმოჩნდა. სისტემური კორუფციული დანაშაული გავლენას ახდენს სახელმწიფოს უნარზე შეასრულოს თავისი საბაზისო ფუნქციები, მათ შორის დანაშაულთან ბრძოლა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება და სხვა, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ყოფაზე. ჩვენ ასეთი ვითარება უახლოეს წარსულში გვქონდა და ქვეყანამ ამას დიდი ძალისხმევის შედეგად დიდწილად დააღწია თავი. დღეს, როდესაც კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტურ კორუფციაზე ეფექტურად რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა, სამოხელეო დანაშაულზე ლოიალური მიდგომის შემოთავაზება მცდარი და საშიში გზავნილია”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
 
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით,   თუმცა სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით კითხვები აქვს. 
 
ომბუდსმენის თქმით, ამ ტიპის დანაშაულების განხილვისას კომისია ფრთხილი უნდა იყოს. 
 ,,მიმაჩნია, რომ მთელი რიგი დანაშაულები, რასაც სამოხელეო დანაშაული აერთიანებს, მათ შორის იგივე კორუფცია, უფლებამოსილების გადამეტება, მისი ბოროტად გამოყენება, მართლმსაჯულების ინტერესების წინააღმდეგ გარკვეული მოქმედებები – ასეთი ტიპის დანაშაულები ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში, ამიტომ ალბათ ამ ტიპის დანაშაულების მიმართ კომისია გაცილებით უფრო ფრთხილი უნდა იყოს. მე, როგორც ამ კომისიის წევრი, თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად მივუდგები, ისე, რომ არ მოხდეს ამ ტიპის დანაშაულის მიმართ ლიბერალური მიდგომები ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ პირიქით, მთელ რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პოლიტიკა კიდევ უფრო გასამკაცრებელია და პირიქით, გვაქვს პრეტენზიები რომ ამ ტიპის დანაშაულების ეფექტური გამოძიება არ ხდება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 
 
შეგახსენებთ, რომ, დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით , პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...