მთავარისიახლეებისტუდენტებმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

სტუდენტებმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

Published on

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ. ახალგაზრდები სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ოფიციალურად სთხოვენ.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მარტის აქციებზე დაკავებული 21 წლის აქტივისტი პოლიტიკური ტყვეა და მისი ციხეში დარჩენა ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად დააზიანებს.

“გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობის სახელით, რომელიც უკვე ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სტუდენტს აერთიანებს, მათი სახელით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება, გამოსცეს შეწყალების აქტი ლაზარესთან მიმართებაში, რომელიც 7-8 მარტის აქციების მონაწილეა. ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი. ფაქტობრივად, არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ აქვს სახელმწიფოს იმისა, რომ ლაზარემ ჩაიდინა ეს დანაშაული… შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე არის მთლიანად პოლიტიკური, პირველივე დღიდან”, – ამბობს ნიკო მანაგაძე.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...