მთავარისიახლეები"ჰამასის" განცხადებით, ზავის გაგრძელებას ცდილობს

“ჰამასის” განცხადებით, ზავის გაგრძელებას ცდილობს

Published on

“ჰამასი” ისრაელთან ზავის გაგრძელებას ცდილობს. ორშაბათი ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი პერიოდის ბოლო დღა.

ჯგუფმა თქვა, რომ გაზრდის დღეების რაოდენობას, თუკი “სერიოზული ძალისხმევა” იქნება გატარებული ისრაელიდან გათავისუფლებული პალესტინელი დაკავებულების რაოდენობის გაზრდისთვის.

ამ დროისთვის ისრაელმა 117 პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი 40 ისრაელელი მძევალი დაბრუნდა სახლში.

მოქმედი შეთანხმებით, 150 პატიმარი და 50 მძევალი უნდა გაათავისუფლონ დღევანდელი დღის ბოლომდე.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ზავის შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს – მაგრამ ისრაელის ოპერაციები ღაზის სექტორში მოგვიანებით განახლდება, რომლის მიზანია “ჰამასის ლიკვიდაცია”.

ზავის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ცეცხლი შეწყდეს დამათებით თითო დღეს 10 გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზავის გაგრძელების მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...