მთავარისიახლეებიღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 68-მდე გაიზარდა -IDF

ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 68-მდე გაიზარდა -IDF

Published on

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა – 26 წლის სადაზვერვო ბატალიონის ოფიცერი (Arnon Moshe Avraham Benvenisti Vaspi) და ერთ-ერთი ბრიგადის ჯარისკაცი (Ilya Senkin).

IDF-ის თქმით, ამით სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. უწყების განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მძიმედ დაიჭრა 2 რეზერვისტი და სამი ჯარისკაციც.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 13 300-მდე ადამიანია დაღუპული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...