მთავარისიახლეებიდღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება ჩაერთვება თუ არა სხდომას მესამე...

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება ჩაერთვება თუ არა სხდომას მესამე პრეზიდენტი, უცნობია

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ერთ საათში უნდა დაიწყოს ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა, 14:00 საათზე კი 7 ნოემბრის საქმეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი პროცესს. ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

“მიმდინარე პროცესები შეეხება ე.წ. პიჯაკების საქმესა და ე.წ. 7 ნოემბრის საქმეს, სადაც მიხეილ სააკაშვილს დღევანდელი ხელისუფლება ასამართლებს პოლიტიკური მოტივაციით. ორივე ამ საქმეში ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. თავად მესამე პრეზიდენტი შეძლებს თუ არა მონაწილეობის მიღებას, ჩვენთვის ეს უცნობია. მას აქვს, ბუნებრივია, სურვილი, რომ ყველა პროცესში იყოს აქტიურად ჩართული, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა ამის შესაძლებლობას და პენიტენციური სამსახური, ამის შესახებ ჩვენ გავიგებთ პროცესის მიმდინარეობის დროს,” – ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება, ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...