მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ვიცით უკრაინაში ბოლო კვირაში დაცემული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების შესახებ

რა ვიცით უკრაინაში ბოლო კვირაში დაცემული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების შესახებ

Published on

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებების დროს 5 ქართველი მებრძოლი დაეცა: ლევან ლობჟანიძე, ირაკლი ქურციკიძე, რამაზ ფეტელავა, ბექა ლომაშვილი და ნიკა გელენიძე. დაჭრილია 11 მებრძოლი, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. კიდევ ორი ქართველი მეომარი ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს.

ირაკლი ქურჩიკიძეს მეგობრები და თანამებრძოლები უკვე გამოემშვიდობნენ კიევის წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში და ცხედარმა საქართველოსკენ აიღო გეზი. ცნობილია, რომ მას თბილისის აეროპორტში 23 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

უკრაინაში გმირულად დაცემული ნიკა გელენიძის ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოყვანილია. ქართველ გმირს კიევში, ორშაბათს წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გამოემშვიდობებიან და ცხედარს საქართველოსკენ გამოაცილებენ.

ნიკა გელენიძე მაშინ დაიღუპა, როცა კიდევ ერთი დაღუპული ქართველის – ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსაყვანად, თანამებრძოლებთან ერთად მიდიოდა. მათი ჯგუფი ოკუპანტების საარტილერიო შეტევის სამიზნე გახდა იქამდე, სანამ ბიჭები ლევანის ცხედრის ადგილსამყოფელამდე მიაღწევდნენ. ამ საარტილერიო შეტევის დროს დაიღუპა ნიკა, ხოლო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, შენაერთის ორი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მებრძოლი დაიჭრა – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფოთში, სადაც ნიკა გელენიძე ცხოვრობდა, იმისთვის, რომ სახელმწიფო დროშა მოქალაქეებს ან/და ნიკას მეგობრებს/თანამებრძოლებს გლოვის ნიშნად არ დაეშვათ, ქალაქის მერიის შენობასთან მდებარე ფლაგშტოკზე აღმართული სახელმწიფო დროშა მავთულებით დააბეს.

აქვე, 2014-2023 წლებში, ამ დრომდე დაღუპული ქართველი მებრძოლების სია:

🫡 ზურა ხურცია
🫡 თამაზ სუხიაშვილი
🫡 კონსტანტინე კოკა ლაშხია
🫡 გიორგი ჯანელიძე
🫡 დავით შარტავა
🫡 გიორგი სარალიძე
🫡 დავით სიხარულიძე
🫡 დავით გამსახურდია
🫡 დავით ყიფიანი
🫡 ირაკლი ქუთელია
🫡 ალბერტ ატოიანი
🫡 ალექსანდრე გრიგოლაშვილი
🫡 გიორგი ბარათელი
🫡 დავით რატიანი
🫡 გია ბერიაშილი
🫡 ბახვა ჩიქობავა
🫡 დავით გობეჯიშვილი
🫡 დავით მენაბდიშვილი
🫡 ნიკოლოზ შანავა
🫡 არკადი კასრაძე
🫡 ალიკა ცაავა
🫡 ზაზა ბიწაძე
🫡 ვიტალი ორბელაძე
🫡 ტატო ბიგვავა
🫡 რატი შურღაია
🫡 გიორგი გრიგოლია
🫡 კირილ შანავა
🫡 დანიელ გერლიანი
🫡 ალუდა ზვიადაური
🫡 კახა გოგოლი
🫡 ბერდია ჯოხაძე
🫡 გელა გოგია
🫡 ედიშერ კვარაცხელია
🫡 მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი)
🫡 ალექსანდრე მარტიაშვილი
🫡 გუგა გაგნიძე
🫡 რუსლან ბაირამოვი
🫡 ლევან სახელაშვილი
🫡 ერნესტ მაჭარაშვილი
🫡 თემურ მაჭარაშვილი
🫡 კონსტანტინე ქურსუა
🫡 ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია
🫡 ბადრი მარკელია
🫡 როლანდ კვარაცხელია
🫡 ავთო რურუა
🫡 რომეო ფიჩხაია
🫡 მერაბ ალადაშვილი
🫡 ნიკა ახვლედიანი
🫡 რამაზ წიკლაური
🫡 მიხეილ თევდორაძე
🫡 გიორგი ქააძე
🫡 ვანო (ილია) ჩოხელი
🫡 ზურაბ ოდიშვილი
🫡 მიხეილ მაზანაშვილი
🫡 დავით ქუჩუკიშვილი
🫡 ვახტანგ ბარაბაძე
🫡 ნიკა ჯიყაშვილი
🫡 გიორგი გორელიშვილი
🫡 ჯონი ოდიშვილი
🫡 მახო კვიჟინაძე
🫡 აჩიკო დევრისაშვილი
🫡 ალექსანდრე ხუსკივაძე
🫡 ზაქარია შუბითიძე
🫡 ირაკლი ქურციკიძე
🫡 ლევან ლობჟანიძე
🫡 რამაზ ფეტელავა
🫡 ბექა ლომაშვილი
🫡 ნიკა გელენიძე.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...