მთავარისიახლეებიპოლიტიკავაშინგტონი თვალ-ყურს ადევნებს ყველა შემდგომ სააპელაციო პროცესს რუსთავი 2 - თან დაკავშირებით

ვაშინგტონი თვალ-ყურს ადევნებს ყველა შემდგომ სააპელაციო პროცესს რუსთავი 2 – თან დაკავშირებით

Published on

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პირველ კომენტარს აკეთებს რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე. 

პრეს მდივნის ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონი მიესალმება მხარეების მშვიდ რეაქციას სასამართლოს პირველად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თვალ-ყურს ადევნებს ყველა შემდგომ სააპელაციო პროცესს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია და უწყება ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

ჯონ კირბის თქმით, სწორედ ამ კონტექსტში იყო განხილული რუსთავი 2-ის საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე, რომელიც ვაშინგტონში ორშაბათს გაიმართა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...