მთავარისიახლეებირუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი...

რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები, მიხეილ სააკაშვილი გინტურზე

Published on

რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ოკუპანტების ქართველი მებრძოლების მონაცემები საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული:

“კიდევ ერთხელ თამაზ გინტურზე – რუსების მიერ გამოგდებული ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ თამაზი იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელმაც გმირობა ჩაიდინა.
რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ, როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები და ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი და კიდევ, პატრიარქის განცხადებამ გარკვეულწილად გამოასწორა მდგომარეობა, თუმცა მღვდელმსახური, რომელმაც ქართულ მიწაზე ოკუპანტების პრიმატი გამოაცხადა, ეკლესიაში დარჩა, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება.
მკვლელი ოკუპანტების გვარებს ჩვენ დავადგენთ და ისინი უკიდურესი ფორმით აგებენ პასუხს, როდესღაც საქართველოს ჰქონდა ამის თავი და შესაძლებლობა და ასეთ თავდასხმებს იმიტომაც ვერ გვიბედავდნენ. დაუსჯელობის სინდრომი რაც ახალისებს, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, გინტურის და სხვა ტრაგედიებს და მღვდლის განცხადებები კი ყველაფერ ამის “გაპრავებას” ემსახურება.
სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს.
საქართველოს ეკლესია ტრადიციული, პატრიოტული ფასეულობების მატარებელია და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში აღკვეთავს ამ რუსულ მანიპულაციებს!” წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...