მთავარისიახლეები"რუსეთი ეძებს ალტერნატივებს" | სტოლტენბერგი ოკუპირებულ ოჩამჩირეში, რუსულ სამხედრო ბაზაზე

“რუსეთი ეძებს ალტერნატივებს” | სტოლტენბერგი ოკუპირებულ ოჩამჩირეში, რუსულ სამხედრო ბაზაზე

Published on

არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოიყენოს – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსული სამხედრო ფლოტისთვის, მუდმივი ბაზის მოწყობასთან დაკავშირებით:

“მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოიყენოს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აჩვენებს, თუ რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა, რათა თავის სამხედრო მიზნებს მიაღწიოს უკრაინაში.ეს ცხადყოფს, რომ ისინი ფაქტობრივად გადაყვანილია თავდაცვის რეჟიმზე, რადგან უკრაინელები წარმატებულები არიან საზღვაო ფლოტზე შეტევაში ყირიმში. შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს, რომ უკრაინელებს აქვთ მიღწევები რუსეთის ფლოტის თავდასხმაში ” თქვა სტოლტენბერგმა

5 ოქტომბერს გამოცემა Известия – ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, “შეთანხმებას” მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა და ბჟანიას განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.

საზღაო ფლოტის მოსაწყობად აქტიური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...