მთავარისიახლეებიენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ნადირაძე იქნება |...

ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ნადირაძე იქნება | ხაბეიშვილი

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა, ხოლო აღმასრულებელ მდივნად ირაკლი ნადირაძე წარადგინა.

“ნაციონალურ მოძრაობას” უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში უკვე და უფრო მეტის, არ ჰყოლია თბილისის ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარე. იცით რომ აპრილის თვეში ირაკლი ნადირაძეს დაევალა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, ლოჯისტიკის აწყობა ჩვენს ადგილობრივ პარტიის თავმჯდომარეებთან ერთად, ის ასევე იკავებდა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას, ირაკლი ნადირაძე ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს და ის იქნება თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი… და ასევე, მე მინდა დღეს საზოგადოებას წარვუდგინო “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს იქნება ზაზა გოგავა, პარტიაში ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მე პირადად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ბატონი ზაზა გოგავა იქნება თბილისის “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე, მას ჩემი მხრიდან ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება,” – თქვა ხაბეიშვილმა წარდგენისას.

მინდა ვუთხრა ყველას, ვინც წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თბილისის ორგანიზაციას, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ დღეიდან ისინი კიდევ ერთი წარმომადგენლით გაძლიერდებიან ჩემი სახით. მე ვიქნები ყველგან, სადაც დაჭირდება ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, ვიდგე მათ გვერდით, სწრაფად გავიარო ის პროცესი, რომ ამ ორგანიზმში სწრაფად მოვახერხო ადაპტირება და შემდეგ უკვე ჩვენს დაუღალავ, გმირ ამომრჩევლებთან ვიბრძოლოთ იმ პრინციპებისთვის, რომელიც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას.“ – განაცხადა ზაზა გოგავამ.

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...