მთავარისიახლეებიშეწყალებას საზოგადოების უმკაცრესი რეაქცია ექნება, ნუ ცდილობენ ნიადაგის შემზადებას - ოხანაშვილი მუქარა...

შეწყალებას საზოგადოების უმკაცრესი რეაქცია ექნება, ნუ ცდილობენ ნიადაგის შემზადებას – ოხანაშვილი მუქარა პრეზიდენტს

Published on

“შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ასეთი ნაბიჯი რომ გადაიდგას, ექნება საზოგადოების უმკაცრესი რეაქცია და უმკაცრესი პასუხი”, – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მესამე პრეზიდენტის შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, ფაქტობრივად, პრეზიდენტს ემუქრება და ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ ის “საზოგადოების მკვეთრ რეაქციას” მიიღებს.

ეს იქნება ანტიეროვნული, ანტიქართული გადაწყვეტილება, ეს იქნება ანტიევროპული გადაწყვეტილება, რომელიც ფეხქვეშ გათელავს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ამაზე იქნება ჩვენი საზოგადოების მკვეთრი რეაქცია და ვურჩევდი, რომ ამ საკითხს სახუმაროდ ნუ შეხედავენ და ნუ ცდილობენ ნიადაგის შემზადებას, ნუ ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მოთმინების დატესტვას,” – ამბობს ოხანაშვილი.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...