მთავარისიახლეებისაზოგადოებამერიას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია-”ყვარელრემმშენის” დირექტორი

მერიას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია-”ყვარელრემმშენის” დირექტორი

Published on

მერიას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შენიშვნა არ ჰქონია, – ამის შესახებ კომპანია ”ყვარელრემმშენის” დირექტორმა გიორგი ჯოხარიძემ გუშინ, თითქმის ოთხსაათნახევრიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს, ისნის პოლიციის შენობასთან განუცხადა. 
 
როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეტროს სადგურ ”ვარკეთილში” სამუშაოები დაასრულა, ჩატარდა ექსპერტიზა. რაც შეეხება მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას, ჯოხარიძის თქმით, პასუხისმგებელ სუბიექტს გამოძიება დაადგენს. კომპანიის დირექტორმა ისიც განმარტა, თუ რატომ იყო „ყვარელრემმშენი ”შავ სიაში” შეყვანილი. ”შავ სიაში იმიტომ ვიყავით, რომ ერთ-ერთ ობიექტზე საერთოდ არ გამოვცხადდით და ეს შესრულებული სამუშაოს ხარისხს არ ეხება”, – აღნიშნა გიორგი ჯოხარიძემ.

სიახლეები

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...