მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შეთანხმება ჩემი საქართველოში ექსტრადიციის შესახებ უკვე აქვთ პოროშენკოსა და ივანიშვილს" - მიხეილ...

“შეთანხმება ჩემი საქართველოში ექსტრადიციის შესახებ უკვე აქვთ პოროშენკოსა და ივანიშვილს” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

უკრაინის გენერალური პროკურორის ბრალდებებს პასუხობს მიხეილ სააკაშვილი და ლუცენკოს ტყუილში ადანაშაულებს. უკრაინულ ტელეკომპანია "ზიკ"-თან ინტერვიუში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა ჩანაწერი, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, დამოუკიდებელ ექსპერტიზას გადასცეს.მისი თქმით, ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა უკვე აჩვენა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებულია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ ის ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
"მე მზად ვარ ნებისმიერ დროს ბრალდების მიერ წარმოდგენილ ჩანაწერთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარო. მანამდე, ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეკომპანიამ მოახდინა ჩანაწერის ანალიზი და დაასკვნა, რომ ის 24 ნაწილისგან იყო დამონტაჟებული. ამ დროისთვის უკრაინაში ჩემთან დაკავშირებულ საქმეებზე რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ქვეყნის შიგნით ყველა იურიდიული მექანიზმი ამოიწურება, მე რა თქმა უნდა, მივმართავ ევროპულ სასამართლოს და ამ ხელისუფლებას ყველა საქმეს მოვუგებ."პირველ თებერვალს გაიმართება სასამართლო პროცესი, რომლის შემდეგაც შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლებას ჩემი დეპორტირების საშუალება მიეცეს. შეთანხმება ჩემი საქართველოში ექსტრადიციის შესახებ უკვე აქვთ პოროშენკოსა და ივანიშვილს. ოლიგარქებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ანადგურებენ, საკუთარ მტრად მიაჩნიათ ისეთი ადამიანები, რომელიც ქურდებს ებრძვიან," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...