მთავარისიახლეებიპრეზიდენტი კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება

პრეზიდენტი კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქის ოჯახს დღეს გამართულ ბრიფინგზეც გამოუცხადა სამძიმარი და მომხდარს რუსეთის “მშვიდობიანი პოლიტიკა” უწოდა.

“არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება, ჩვენ ტერიტორიაზე. ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი” პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების მანძილზე, ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე” თქვა ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე- ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...