მთავარისიახლეებიხვალ, 8 საათზე შევიკრიბებით, ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას, დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას...

ხვალ, 8 საათზე შევიკრიბებით, ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას, დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას | ზურაბიშვილი

Published on

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა, რომელიც, მისი თქმით იქნება ხმა ევროპისთვის. შეკრების ადგილი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო კონცერტი, რაც გაუქმდა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.

პრეზიდენტის თქმით, ხვალიდან დაიწყება ხელმოწერების კამპანია.

“ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში, და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენ ხმას, შენ ხმას, ყველა ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, და აქ ყველანი უნდა ვიყოთ, ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ როგორც ვაპირებდით ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი, ვერასოდეს აწი ვეღარ შეგვიცვლის ჩვენ დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე, ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ჩვენ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური დასკვნა, რომელშიც საუბარი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გაიცემა თუ არა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...