მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

Published on

გაქცეული პატიმრების საქმეში ბრალდებულთა წრე ფართოვდება – დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

დღესვე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდადებულის ძმის – ავთანდილ თათარაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

“სწორედ ეს არის სადაო საკითხი, რომ ჩემმა კლიენტმა იცოდა, თუ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ეს გასარკვევია. [თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში არ იმალებოდა მისი ძმა და კიდევ ერთი პატიმარი?] არა, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მოგცემთ დანარჩენ კომენტარს”, – თქვა თათარაშვილის ადვოკატმა.

“ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი საავადმყოფოში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილი. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

მანამდე, 4 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდებულის, გუჯა თათარაშვილის ძმა, ავთანდილ თათარაშვილი დააკავა. 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატრიაშვილი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...