მთავარისიახლეებიმსოფლიოყველაფერი უკრაინაში მებრძოლ ჩეჩნებზე - ვინ ვინ არის?

ყველაფერი უკრაინაში მებრძოლ ჩეჩნებზე – ვინ ვინ არის?

Published on

ცნობილია, რომ რუსეთის ომში უკრაინასთან, ჩეჩნებიც მონაწილეობენ. მათ შორის არიან როგორც ჩეჩნეთის მეთაურისა და ვლ. პუტინის მარჯვენა ხელის რამზან კადიროვის მომხრეები, ასევე ისინი, ვინც უკრაინას უჭერს მხარს და რუსეთს მიიჩნევს როგორც უკრაინის, ასევე ჩეჩნეთის მტრად.

კადიროვის რამდენი მომხრე იბრძვის უკრაინაში და რამდენი ჩეჩენი მებრძოლი – უკრაინისთვის, ზუსტი რიცხვი უცნობია.

რამზან კადიროვი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გზავნიდა და გზავნის მებრძოლებს უკრაინაში. ის ისლამის ერთერთი მიმართულების, სუფიზმის აღმსარებელია და უკრაინაში დაწყებულ ომს (რომელსაც თავად სპეცოპერაციად მოიხსენიებს) ჯიჰადად წარმოაჩენს.

ამავე დროს, უკრაინაში დიდი ხანია არსებობს ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი, რომელსაც ჩეჩნეთიდან დევნილი პოლიტიკოსი ადამ ოსმაევი ხელმძღვანელობს. ის უკრაინელებსა და სხვებს, ვინც უკრაინის მოვლენებს ადევნებს თვალს, სთხოვს, არ მოიხსენიოს ისინი ჩეჩნებად, თავად კი „კადიროველებს“ „მოღალატეებს“ და „რუსეთის მარიონეტებს“ უწოდებს.

„ნამდვილი ჩეჩნები თქვენს მხარეს იბრძვიან და სისხლს ღვრიან. და, სხვათა შორის, ამას აკეთებენ, უკვე 8 წელია“, – აღნიშნავს ოსმაევი.

უკრაინაში არის კიდევ ერთი, ჩეჩნებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ბატალიონი, რომელიც შეიხ მანსურის სახელს ატარებს. ეს ბატალიონიც მონაწილეობდა დონბასისთვის ბრძოლებში და მისი მეთაურია მუსლიმ ჩებერლოევსკი, თუმცა, რამდენი ადამიანი ირიცხება ამ ბატალიონში, ესეც ზუსტად არავინ იცის.

აღსანიშნავია, რომ ოსმაევი 2013 წელს, იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, ვლ. პუტინზე თავდასხმის ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულეს და დააკავეს. მან პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობა უარყო. გათავისუფლების შემდეგ ოსმაევი დონბასში გაემგზავრა და იქ უკრაინის მხარეს იბრძოდა. მის ბატალიონში ის ჩეჩნები ირიცხებიან, ვინც სამშობლო რუსეთის ჩეჩნეთში მეორედ შეჭრის შემდეგ დატოვა.

შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის უფროსი ევროპულ გამოცემებთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ისინი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ, „საერთო მტერზე გამარჯვებისთვის“ იბრძვიან.

„დოიჩე ველეს“ მიხედვით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...