მთავარისიახლეებისაზოგადოებააჭარაში ეპიდემიაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აცრების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს

აჭარაში ეპიდემიაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აცრების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს

Published on

აჭარაში ეპიდაფეთქებაა, დანარჩენ საქართველოში კი თუ არ ჩატარდება იმუნიზაცია, დაავადება ყველა იმ  ადამიანზე გავრცელდება, ვინც აუცრელია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, დღეს შემთხვევების მატება წლების წინ ვაქცინაციაზე უარის თქმის შედეგია.„2008 წელს, როდესაც დაგეგმილი იყო იმუნიზაციის მასობრივი კამპანია ქვეყანაში და როდესაც უნდა აცრილიყო 1 000 000 ადამიანი, სამწუხაროდ მასმედიის არაკომპეტენტურმა ჩარევამ ჩაშალა აცრების კამპანია.  ამის შედეგია დღევანდელი წითელას კიდევ ერთი შემობრუნება. თუ არ აიცრებიან ადამიანები, წითელა ისე არ გაჩერდება“, – განმარტა პაატა იმნაძემ.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ეპიდემიაა, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის.„თუ აცრილები იქნებიან, არავითარი პრობლემა არ არის სკოლებსა და ბაღებში. ვინც აცრილი არ იქნება, ის ავად გახდება“, – აღნიშნა იმნაძემ.
 

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...