მთავარისიახლეებირუსული Red Wings თბილისის მიმართულებით სამარადანაც იფრენს

რუსული Red Wings თბილისის მიმართულებით სამარადანაც იფრენს

Published on

რუსული ავიაკომპანია Red Wings თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისის დამატებას გეგმავს. ამჯერად კომპანიას სურს, რომ ფრენები ქალაქ სამარადან განახორციელოს.

როგორც Red Wing-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული სამთავრობო მედია წერს, სამარა-თბილისი-სამარას რეისის განხორციელება 16 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს და იგი კვირაში ერთხელ შესრულდება.

“16 ნოემბრიდან Red Wings Airlines გეგმავს ყოველკვირეულ ფრენებს საქართველოს დედაქალაქში. ფრენები დაგეგმილია ხუთშაბათს… ფრენების ხანგრძლივობა 2 საათი და 45 წუთი იქნება”, – ციტირებს Red Wings-ის პრესსამსახურს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია უკვე ასრულებს თბილისის მიმართულებით რეისებს სოჭიდან და მოსკოვიდან. Red Wings უკრაინის მიერ არის სანქცირებული.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...