მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაურია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში- აფხაზეთში ავარიისას გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზაზე უარს აცხადებს

ხმაურია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში- აფხაზეთში ავარიისას გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზაზე უარს აცხადებს

Published on

აფხაზეთში ავტოავარიას 42 წლის კობა ზაქარაიას სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 3 საათზე მოხდა. დაგვიანებით, თუმცა მისი გადმოყვანა მოხერხდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, თუმცა ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სამედიცინო ჩარევები არ გაკეთებია, რადგან შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენების წინააღმდეგია, რადგან, როგორც აცხადებენ"  პირი, ვინც ზაქარაიას დაეჯახა, აფხაზეთის მოქალაქეა და ექსპერტიზის დასკვნა მის ბრალეულობაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს, რადგან აფხაზეთში ქართული იურისპუდენცია არ ვრცელდება"- აცხადებენ ოჯახის ახლობლები. შემთხვევას რეფერალურ ჰოსპიტალში ხმაური მოყვა, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...