მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაზისბანკში იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო

ბაზისბანკში იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო

Published on

აზისბანკი, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს გაუმჯობესებული და ყველაზე მიმზიდველი პირობებით, სპეციალურ შეთავაზებებს უმზადებს.

1 ნოემბრიდან, ბაზისბანკის იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო. ახალი ბინის შეძენის, აშენების, გარემონტების ან სხვა ბანკებში არსებული იპოთეკური სესხის გადასაფარად, სესხით სარგებლობა ბაზისბანკის კონკურენტული და ინდივიდუალური პირობებით არის შესაძლებელი.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, იპოთეკური სესხი გამარტივებული წესითა და შემოსავლების ადგილზე დადასტურებით გაიცემა. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი -9.93%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 12.59%-დან შეადგენს. მომხმარებელს სესხით სარგებლობა 200,000 ლარამდე, მაქსიმუმ 20 წლამდე ვადით შეუძლია.

„ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი საბანკო გამოცდილება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იპოთეკურ სესხზე ისარგებლოს ბაზისბანკის მიმზიდველი პირობებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობით შეიძინოს ან გაარემონტოს უძრავი ქონება.“ – მარეხ საჯაია, ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის განაცხადის შევსება შესაძლებელია სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ან ნებისმიერ ფილიალში.

ბაზისბანკი, წარმატების 30 წლიანი ისტორია.

 

 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...