მთავარისიახლეებისაზოგადოებასვანეთში 8 ბავშვის ტყვეობისთვის სამოქალაქო სექტორი სახელმწიფოს უმკაცრეს რეაგირებას სთხოვს

სვანეთში 8 ბავშვის ტყვეობისთვის სამოქალაქო სექტორი სახელმწიფოს უმკაცრეს რეაგირებას სთხოვს

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები  „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, იმ რვა ბავშვის საქმის შესწავლას გეგმავენ, რომლებსაც მამა უკვე წლებია სახლიდან არ უშვებს და სკოლაში სწავლას და თანატოლებთან კონტაქტსაც უკრძალავს.
სამოქალაქო სექტორი რამდენიმე სახის უმძიმეს დანაშაულზე საუბრობს. მათ შორის თავისუფლების შეზღუდვა, ძალადობა, განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ გამოვლენილ დარღვევებზე სახელმწიფოს უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს.არსებული პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, "საიას" იურისტები ამბობენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა საკმარისი არ არის. გოგა ხატიაშვილის თქმით, საჭიროა სოციალური სამსახურის აქტიურობა, განსაკუთრებით კი, ფსიქოლოგების, რომლებმაც ოჯახთან უნდა იმუშაონ.„მინიმუმ სახეზე გვაქვს არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფა, რაც გულისხმობს მშობლის მხრიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური თუ ფსიქიკური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას და ა.შ. ასევე შესაძლებელია, რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულიც გვქონდეს სახეზე – მაგალითად, ოჯახში ძალადობა. უფრო მეტად შესაძლებელია ოჯახში ძალადობა გამოხატული იყოს ფსიქოლოგიურ ძალადობაში, რაც გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს. ასევე, შესაძლებელია სახეზე გვქონდეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაც,“ – განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.ბავშვთა უფლებების კონვენციით მინიჭებული უფლებების დარღვევის გარდა, მამის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეც.„მის ქმედებაში იკვეთება თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, რომელიც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი განვითარების უფლება და განათლების ხელმისაწვდომობა,“ – აცხადებს თამარ ავალიანი.საკითხით უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველი. 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...