მთავარისიახლეებირუსმა ოკუპანტებმა სოფელ სინაგურის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ სინაგურის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სუს-ის თქმით, მის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია არსებული მექანიზმები. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...