მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინაში დაცემული ქართველი მებრძოლის ცხედრის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

უკრაინაში დაცემული ქართველი მებრძოლის ცხედრის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

Published on

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე დანაყოფ “თბილისის” წევრის, კლიშევკასთან გმირულად დაცემული ლევან ლობჟანიძის ცხედრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ მებრძოლის ცხედარი ჯერაც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

“მეთაურთან შეთანხმებით მინდა გაცნობოთ ლევან ლობჯანიძის ნეშთის შესახებ, ის იმყოფება ჯერჯერობით რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე , ქვედანაყოფი თბილისი , მისი მეთაური და უკრაინელი მებრძოლები საკუთარი სიცოცხლის ფასად ყველაფერს აკეთებენ რომ გადმოასვენონ უსაფრთხო ტერიტორიაზე და მოხდეს მისი გადმოსვენება საქართველოში დიდი სამხედრო პატივით . დაზვერვის 2 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა ლევანის გამოსაყვანად შესული . ქართველები და უკრაინელები თავისიანს არ ტოვებენ ბრძოლის ველზე. მაგრამ არც ის გვინდა კიდევ რამდენიმე სიცოცხლე დაემატოს. დაჭრილი ქართველი მებრძოლი “თუში” კარგად გრძნობს თავს”, – წერს ნადიმ ხმალაძე.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...