მთავარიUncategorizedგამაღიზიანებელია, როცა ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომ სჯერათ,...

გამაღიზიანებელია, როცა ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომ სჯერათ, სახლში არიან | ზურაბიშვილი რუსებზე

Published on

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც ისაუბრა. ჟურნალისტი წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს 100 000 რუსისთვის გახდა სახლი.

ჟურნალისტი წერს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრაზე თქვა, რომ ეს, სხვა საკითხებთან ერთად, იყო იქ მცხოვრები რუსების დაცვა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი შიშობს, რომ პუტინს შეუძლია მსგავსი კამპანია საქართველოშიც დაიწყოს.

“ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, უნდა შენარჩუნდეს ისეთი სიტუაცია, რომ მომავალში არ გვქონდეს ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს “გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ”.

ჟურნალისტის კითხვას, მაშინ უბრალოდ რატომ არ ამბობს საქართველო, რომ მეტი რუსი აღარ შევიდეს მის საზღვრებში, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს კითხვა ხელისუფლებას მიემართება.

“მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილება, არა… სამწუხაროდ”.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...