მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი -სააკაშვილი რუსებზე

ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი -სააკაშვილი რუსებზე

Published on

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია. სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ მისი ინიციატივაა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი.

“დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგროი არეულობებია რუსეთში, მანამდე პრიგოჟინის აჯანყება იყო, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ამას ყოველ დღე ვხედავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, იგივე ჩრდილო კავკასიით, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები.

იმისათვის, რომ ჩვენ იყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს. […]

მათ შორის ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს “ოლიგარქის და რუსეთის” თამაშების თამაში და მათ ფაბულაში ჩაჯდომა.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...