მთავარისიახლეებიმსოფლიომტერი ავდეევკის ალყაში მოქცევას ცდილობს, უკრაინელები - წინ წაწევას | ომის 613-ე...

მტერი ავდეევკის ალყაში მოქცევას ცდილობს, უკრაინელები – წინ წაწევას | ომის 613-ე დღე

Published on

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. სულ მტერმა 7 სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა გამოიყენა, ხოლო სარაკეტო-საზენიტო კომპლექსიდან 30-ჯერ მიიტანა იერიში.

კუპიანსკის მიმართულებაზე, დასახლებული პუნქტების სინკოვკისა და ივანოვკის (ხარკოვის ოლქები) მიმართულებით მტერმა 5-ჯერ სცადა შეტევის წამოწყება, ხუთივე მცდელობა მოგერიებულია უკრაინელების მიერ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 660 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, უკრაინელმა მეზენიტეებმა კი ღამით 5 “შაჰიდი” ჩამოაგდეს. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის თქმით, 28 ოქტომბრის მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკაზე შეტევების დროს 4.000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო პირი დაკარგეს.

სიახლეები

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...

“ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს. TI-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ...

ბათუმში კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით,...

საქართველომ წელს ყველაზე მეტი, 15 მილიონამდე ღირებულების პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა

საქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი...