მთავარისიახლეებისაზოგადოებაისრაელი უარყოფს გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ისრაელი უარყოფს გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

Published on

ისრაელი უარყოფს მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც დაამტკიცა პარასკევს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას “საზიზღარი” უწოდა.

“ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს ჰამასის ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო გაუმკლავდა ნაცისტებსა და ISIS-ს”, – დაწერა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი X-ზე.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის ომში. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი კი 14 იყო, მათ შორის აშშ და ისრაელი. 45-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიღების შემდეგ გამოსვლაში ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა თქვა:

“ჩვენ ყველანი მომსწრენი ვართ, რომ გაერო აღარ ფლობს თუნდაც ერთ უნცია ლეგიტიმურობას ან აქტუალობას. საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობამ აჩვენა, რომ მას ურჩევნია მხარი დაუჭიროს ნაცისტური ტერორისტების დაცვას, ვიდრე მხარი დაუჭიროს ისრაელის კანონიერ სახელმწიფოს თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად”.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...