მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა

Published on

საქართველოს სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრობის ცნობით, ფაშინიანი საქართველოში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” დაესწრება.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” ოფიციალურად დღეს გაიხსნება და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებაში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი ალი ასადოვი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...