მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალურ ქსელებში ქვეყნდება რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის მსხვერპლთა ფოტოები

სოციალურ ქსელებში ქვეყნდება რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის მსხვერპლთა ფოტოები

Published on

სოციალურ ქსელებში ვრცელდება დამატებითი ინფორმაცია დღეს დილით, რიკოთის გვირაბთან მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
როგორც აღმოჩნდა, ავარიის  დროს დაღუპულები თბილისიდან,  ახლობლის ქორწილიდან ბრუნდებოდნენ.  ექვსივე  გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა. 
ავარიის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში, რომელსაც გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები ისხდნენ. ავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ. ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 
 
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.
 
ტრაგედიით შეძრული ახლობლები და ნაცნობ – მეგობრები აქვეყნებენ  დაღუპულთა ფოტოებსაც 
 
 
 
 
 
 
 
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 
 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...