მთავარისიახლეებიმსოფლიორა აღიარა ჰამასელმა ტერორისტმა დაკითხვის დროს | დეტალები

რა აღიარა ჰამასელმა ტერორისტმა დაკითხვის დროს | დეტალები

Published on

7 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში უკრაინის სპეცსამსახურებმა და პოლიციამ უამრავი ტერორისტი დააკავა, რომლებიც ისრაელში შეგნებულად დარჩნენ ან ღაზის სექტორში დაბრუნება ვერ მოასწრეს. სულ 500-ზე მეტი ტერორისტი ან თავდასხმის მონაწილეა დაკავებული, დაკითხულია მათი უმრავლესობა. 

გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალა, სადაც ტერორისტები პირდაპირ აღიარებენ, რომ მათი დავალება და მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა იყო. 

ბოლო პერიოდში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, ტერორისტი დაკითხვის დროს არამარტო იმას ამბობს, რომ მოსახლეობის დახოცვა ჰქონდა დავალებული, არამედ ჰამასის ლიდერების მიმართაც გამოთქვამს პრეტენზიებს:

– რა იყო თქვენი დავალება?
– ჩვენ კიბუცი უნდა აგვეღო…
– ხალხს როგორ უნდა მოქცეოდით?
– უნდა გაგვეკონტროლებინა, უნდა მოგვეკლა… მაგრამ მათ ჩვენ მოგვატყუეს, გამოგვიყენეს და აქ დაგვტოვეს…
– ვინ გამოგიყენათ?
– ჰამასმა.
– ასე ფიქრობთ?
– კი, ასე ვფიქრობ: ლიდერები ყველანი ყატარში არიან, ჩვენ აქ დაგვტოვეს, ჩვენს ოჯახებს კი ღაზაში ბომბავენ.
– ვინ არის ყატარში?
– ლიდერები, ყველა.
– კონკრეტულად?
– (ასახელებს)… ყველანი ყატარში ან თურქეთში არიან, ჩვენ კი მიგვატოვეს…

სიახლეები

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი...