მთავარისიახლეებისაზოგადოებაეთნიკურად ქართველი თამარ გოლდბერგი ჰამასელების მიერ მოკლულთა შორის აღმოჩნდა

ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდბერგი ჰამასელების მიერ მოკლულთა შორის აღმოჩნდა

Published on

ქართული წარმოშობის ებრაელი გოგო თამარ გოლდბერგი, რომელიც 7 ოქტომბერს რეიმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და ოჯახი და ახლობლები  მას შემდეგ ეძებდნენ, მოკლული იპოვეს. 

თამარ გოლდბერგთან ბოლო კავშირი ოჯახის წევრებმა 7 ოქტომბერს დაამყარეს, მას შემდეგ მასზე არავინ არაფერი იცოდა, მხოლოდ ის იყო ცნობილი დაახლოებით, რტომელი ლოკაცია აღნიშნა ბოლოს მისმა ტელეფონმა. 

ორკვირიანმა ძებნამ და იმედმა, რომ შესაძლოა, თამარ გოლდბერგი გადარჩა ან ტყვედ იყო აყვანილი, ამაოდ ჩაიარა:

” 14 დღის შემდეგ ღმერთმა ასევე წაგვართვა ბოლო იმედი და გავიგეთ რომ ჩემი თამი, 7 ოქტომბრის სისხლიან დღეს მოკლეს. მისი სხეული სრულად ვერც ვნახეთ. მე შენ არასოდეს დაგივიწყებ. დაკრძალვა კვირას, რიშონ ლეციონში გაიმართება,” – წერს ფეისბუკზე თამარის და მარი ლაბატონი.

თამარ გოლდბერგის გარდა, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმას კიდევ მინიმუმ ორი ქართველი ებრაელი ემსხვერპლა. 26 წლის მაიორი ავი აბრაამ ქუბელაშვილი და პოლიციელი ისააკ ბაზუკაშვილი ტერორისტებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს, დაღუპულთა შორისაა ავი ჰობელაშვილიც.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...