მთავარისიახლეებიმსოფლიომიმდინარე წელს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის 258 ფაქტი გამოვლინდა | 12 ფარმაცევტს საქმიანობის...

მიმდინარე წელს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის 258 ფაქტი გამოვლინდა | 12 ფარმაცევტს საქმიანობის უფლება შეუჩერეს

Published on

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

“გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება, 3 წლით, შეუჩერა.

აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6 000-დან 16 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...