მთავარისიახლეებივერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში, გამოვხატავთ იმედგაცრუებას |...

ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში, გამოვხატავთ იმედგაცრუებას | ფოტიგა

Published on

“მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებისთვის კონსტიტუციის დარღვევაში”, – წერს ევროპარლამენტი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში და საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ეხმაურება, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.

“საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროპაშია. ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, რომ არ არსებობს რუხი ზონები მსოფლიოს ჩვენს ნაწილში. როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილი, პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში და მას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

ამ მისწრაფებების შემდეგ, საქართველოს თანმიმდევრული მთავრობები აგრძელებდნენ ევროინტეგრაციის გზას და სწორედ ამჟამინდელმა მთავრობამ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით 2022 წელს და ოფიციალურ განცხადებებში სრულად დაუჭირა მხარი ევროკავშირში ინტეგრაციას.

მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებისთვის კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან ის აშკარად ემხრობოდა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, რომლებიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით, მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა და ოფიციალურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ამიტომ გადავწყვიტე, ხელი მოვაწერო ერთობლივ განცხადებას, რომელიც გამოხატავს იმედგაცრუებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით”, – წერს ვეროპარლამენტარი.

შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პარალელურად, ევროპარლამენტის წევრებმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს და “ქართული ოცნება” “ქვეყნის ევროპული მისწრაფების საბოტაჟში” დაადანაშაულეს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...