მთავარისიახლეებიჩემი წინადადებაა ხვალ დავიწყოთ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა, თუ ზურაბიშვილს სურვილი აქვს, მოვიწვევთ...

ჩემი წინადადებაა ხვალ დავიწყოთ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა, თუ ზურაბიშვილს სურვილი აქვს, მოვიწვევთ | პაპუაშვილი

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის წინადადებაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ, 12:00 საათზე განიხილონ. მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილს სურს მონაწილეობა მიიღოს განხილვაში, მას მოიწვევენ და სიტყვით გამოსვლის საშუალებასაც მისცემენ.

“მე გუშინაც ბიუროზე ვთქვი და დღესაც მკაფიოდ ვთქვი, რომ თუ ქალბატონ სალომე სურს მონაწილეობა მიიღოს განხილვაში, რა თქმა უნდა, მას მოვიწვევთ და ექნება შესაძლებლობა გამოვიდეს. გვექნება შუადღით კიდევ საუბარი, ოთხშაბათს, ხვალ დილით, 12:00 საათზე, ეს იქნებოდა ჩემი წინადადება, რომ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა, ასე რომ, ამ მხრივ წავიდეთ”, – თქვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ განხილვის დროს პარლამენტში მივა და რომ “პატარა კაცებთან” დასაცავად არავინ სჭირდება. მან ოპოზიციას ურჩია, რომ თუ სურთ ძლიერი სურათი – “გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ”.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათი თქმით, სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...