მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილმა, სჯობს, ისევ კარტოფილი ითვალოს, შევარდნაძის ,,დამსახურებებს'', სახელმწიფო გადატრიალების ჩათვლით, ...

გიორგი მარგველაშვილმა, სჯობს, ისევ კარტოფილი ითვალოს, შევარდნაძის ,,დამსახურებებს”, სახელმწიფო გადატრიალების ჩათვლით, ისტორია დაითვლის

Published on

ედუარდ შევარდნაძე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ცივი ომისა და საბჭოთა სისტემის დემონტაჟში,- ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეორე პრეზიდენტის, პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის 90 წლის იუბილეს.
 
მარგველაშვილმა შევარდნაძის ღვაწლი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული ევროპაში ხელოვნურად აღმართული კედლების ნგრევა, გერმანიის გაერთიანება და ახალი ევროპის წარმოქმნა.
 
"საქართველოს მეორე პრეზიდენტი სერიოზულ როლს თამაშობდა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ახალი საქართველოს შექმნაში და ქვეყნის დასავლური კურსით განვითარების საქმეში. 
ედუარდ შევარდნაძე იყო სახელმწიფო ლიდერი, ვინც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე დაიწყო საუბარი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელება, საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების გადაწყვეტილება,"- წერს პრეზიდენტი.
 
 
მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძის სახელი დარჩება მსოფლიოს და საქართველოს ისტორიაში. ედუარდ შევარდნაძე გაიხსენა და წერილი გაავრცელა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.
 
25 იანვარს ედუარდ შევარდნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. შევარდნაძე 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო. 
 
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი“, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი.

სიახლეები

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...