მთავარისიახლეებიჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

Published on

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა. ინფორმაცია სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა. ბაიდენი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ბაიდენი კვლავ დაადასტურებს ისრაელის მიმართ სოლიდარობას, მაშინ, როცა ქვეყანა ემზადება ღაზის სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად.

ცნობისთვის, რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ ენტონი ბლინკენი გუშინ ისრაელში დაბრუნდა და პრემიერთან და სხვა მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკება გამართა, სადაც განიხილეს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების გახსნა და საპასუხო თავდასხმების მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის თავიდან არიდება.

შვიდსაათზე მეტი ხნის მოლაპარაკების შემდეგ ბაიდენის მოგზაურობის გამოცხადებისას, ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი “შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავონ გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს ჰუმანიტარულ დახმარებას დონორი ქვეყნებისა და მრავალმხრივი ორგანიზაციებისგან მიაღწიოს ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას”.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე გაემგზავრება იორდანიაში, სადაც შეხვდება მეფე აბდულა II-ს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...