მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში სამინისტროს წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭომ არ აირჩია

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში სამინისტროს წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭომ არ აირჩია

Published on

ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი სკოლის სამეურვეო საბჭომ არ აირჩია. 8 წევრიდან 4-მა მარიზა ძერიას, მხარი არ დაუჭირა, 3-მა წევრმა ხმა მისცა, ხოლო ერთი ბათილად ცნეს.

მანამდე, 13 ოქტომბერს, წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი დირექტორად არ აირჩია.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები 900-ზე მეტ საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს, თუმცა სამინისტრომ, აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დარჩა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...