მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა უკანონო და დაუშვებელი პრაქტიკაა - TI

საჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა უკანონო და დაუშვებელი პრაქტიკაა – TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც, მიზნად ისახავს სკოლის დირექტორთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევას და საარჩევნო მიზნებისთვის მათ შესაძლო გამოყენებას.

TI აღნიშნავს, რომ სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი საჯარო სკოლის აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა, სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დატოვა.

“ეს ცალსახად არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ართმევს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები ესაუბრნენ რამდენიმე ყოფილ დირექტორსა და დირექტორობის იმ მსურველებს, რომელთა კანდიდატურებიც არცერთ სკოლაში არ წარადგინეს. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიზებულია და კანდიდატების წარდგენისას გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციამ 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს აანალიზებდა, საჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითებზე წერდა.”სავარაუდოდ, მმართველი პარტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მათ შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და მათზე დაყრდნობით ატარებდა საკადრო პოლიტიკას. კერძოდ, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა, მათგან 95 დირექტორი ფიგურირებდა მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 89 გათავისუფლებულ დირექტორს აფასებდა უარყოფითად, მმართველი პარტია – 80 დირექტორს, ხოლო საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები – 29.

ამ მონაცემებიდან ჩანდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

TI აღნიშნავს, რომ უკონკურენტო გარემოში სკოლის დირექტორთა კანდიდატების წარდგენის მიმდინარე პროცესი აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ ხელისუფლების სავარაუდო მიზანი მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი სკოლის დირექტორების გამწესებაა, რათა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტივად შეძლოს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...