მთავარისიახლეებისაზოგადოებაკლინიკაში მოკვდა პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

კლინიკაში მოკვდა პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

Published on

თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში, გარდაიცვალა კაცი, რომელსაც გამოძიება ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობას ედავებოდა. რადიო თავისუფლებას კლინიკაში უთხრეს, რომ იგი რამდენიმე დღის წინ მოკვდა.

18 სექტემბერს, ღამით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა, მოქმედმა პოლიციელმა, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ყოფილ მეუღლესა და სიდედრს იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა.

გურამ ქადეიშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდნენ.

რადიო თავისუფლება

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...