მთავარისიახლეებისაზოგადოებამეჯლისის გადაღებების გამო ხვალიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მუზეუმის მხრიდან შესასვლელი კარი...

მეჯლისის გადაღებების გამო ხვალიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მუზეუმის მხრიდან შესასვლელი კარი დაიკეტება

Published on

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის „საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში“.ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარების პერიოდში 11, 12, 13 და 14 ოქტომბერს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაიკეტება მუზეუმის მხრიდან შესასვლელი კარი.

“აღნიშნულ დღეებში, შესვლა შესაძლებელი იქნება სოხუმის ქუჩის მხრიდან. ხოლო 15 ოქტომბერს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩვეულებისამებრ, განახლდება ვიზიტორთა მიღება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.”-ნათქვამია ბოტანიკური ბაღის ინფორმაციაში.

4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით დახურულია უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე და მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა. დღეიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით დაკეტილია დედოფლისეული სასახლეც. შეზღუდვები სასახლის ეზოში საქორწილო ფოტოსესიისა და ხელმოწერის ცერომინიის გამართვის მსურველებსაც შეეხება.აღნიშნული პროექტი მესამე წელია, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. სატელევიზიო პროდუქტი კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...