მთავარისიახლეებიგაეროში ისრაელის ელჩი ამბობს, რომ ღაზაში 100-150-მდე მძევალია დაკავებული

გაეროში ისრაელის ელჩი ამბობს, რომ ღაზაში 100-150-მდე მძევალია დაკავებული

Published on

ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული – ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა, განაცხადა.

“ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა – 100-150-მდე. ველით, რომ წითელი ჯვარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან მათ,” – თქვა ელჩმა.

მისივე თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია ისრაელს ხელს ვერ შეუშლის იმაში, “რაც უნდა გააკეთოს ისრაელის მომავლის დასაცავად.”

“ჩვენ ვერ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის, თუ “ჰამასი” გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, ბებიები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ფოკუსირებული ვართ ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს “ჰამასის” ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას,” – განაცხადა ერდანმა.

“ჰამასმა” განაცხადა, რომ მშვიდობიანი მძევლები სიკვდილით დაისჯებიან, თუ ისრაელი ღაზაში მცხოვრებ ხალხს გაფრთხილების გარეშე დაუმიზნებს. ჯგუფი ამტკიცებს, რომ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავს, მათ შორის ისრაელის არმიის ოფიცრები.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...