მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეების შეხვედრა მერთან ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევით დასრულდა.

გარემოვაჭრეების შეხვედრა მერთან ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევით დასრულდა.

Published on

გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით დღეს დილით მერიასთან მოვაჭრეები შეიკრიბნენ.გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე უარს ამბობენ, იმ მიზეზით, რომ მათი სავაჭრო საქონლის ღირებულება იმდენი არ არის, რომ დიდი გადასახადი გადაიხადონ. „რა ვქნათ, არ გვაქვს საქონელი იმდენი, რომ შიგნით ფული გადავიხადოთ, 100-150 ლარის საქონელი გვაქვს და ამით რა გავაკეთოთ?, ყველას სესხები გვაქვს“- აცხადებენ მოვაჭრეები. მათი ნაწილი ქალაქის მერს შეხვდა, თუმცა შეთანხმება ბოლომდე მიღწეული არ არის. ნაწილი უკმაყოფილოა, ნაწილი კი მერიის შეთავაზებას დათანხმდა. თავის მხრივ, მერია დათმობაზე წასვლას არ აპირებს. „შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია, ჩვენ გავაგრძელებთ ინდივიდუალურად მოლაპარაკებებს ყველა მათგანთან, გათვალისწინებული იქნება მათი შესაძლებლობები და მოხდება მათი გადანაწილება შეთავაზებულ ბაზრობებში. 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდიან გადასახადს, ხოლო 3 თვის შემდეგ, ჩვეულებრივად დაეკისრებათ ის გადასახადი, რაც არის დაწესებული. ჩვენ გარევაჭრობას არ დავუშვებთ“- განაცხადა მერმა ლაშა გოგიამ. რაც შეეხება, მოვაჭრეების მოთხოვნას, გარევაჭრობა მაისამდე ნებადართული იყოს, მერია არ დათანხმდა.
 

სიახლეები

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...